სიახლეები

ყველაფერი რაც თქვენ უნდა იცოდეთ ჯანმრთელობის შესახებ

არტერიული წნევის მონიტორინგი ზუგდიდის ჰოსპიტალში

არტერიული წნევის მონიტორინგი ზუგდიდის ჰოსპიტალში

უპრეცედენტო სიახლე სამეგრელოს რეგიონში! მხოლოდ სს „საქართველოს კლინიკები“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგის სერვისი.

როდის არის რეკომენდებული არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი?

  • მედიკამენტების მიმართ ცრუ ან ჭეშმარიტი რეზისტენტობის განსაზღვრა, განსაკუთრებით ხანდაზმულ და დიაბეტიან პაციენტებში
  • ანტიჰიპერტენზიული მკურნალობისას ჰიპოტენზიის სიმპტომების არსებობისას
  • „თეთრი ხალათის“ ჰიპერტენზიის გამოსარიცხად
  • ეპიზოდური ჰიპერტენზიის შემთხვევაში
  • მაღალი რისკის პაციენტებში (გადატანილი ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, რევასკულარიზაციის შემდეგი პერიოდი, აორტის ანევრიზმა)
  • არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის დონის დასაზუსტებლად

არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირება რეკომენდებულია მაღალი რისკის მქონე ორსულ ქალებშიც (I–III ტრიმესტრი):

  • ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობა
  • ადრე შეწყვეტილი ორსულობის ანამნეზი
  • სიმსუქნე
  • ორსულობამდე დიაგნოსტირებული ჰიპერტენზია
  • თირკმელების, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
  • მომატებული ოფისის წნევის მაჩვენებელი
  • პრეეკლამფსიის განვითარების მაღალი რისკი
  • ჰიპოტენზიით მიმდინარე ორსულობა

ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
16 033

18 ნოემბერი, 2025

სიახლეების არქივი

ყველაფერი რაც თქვენ უნდა იცოდეთ ჯანმრთელობის შესახებ