არტერიული წნევის მონიტორინგი ზუგდიდის ჰოსპიტალში
უპრეცედენტო სიახლე სამეგრელოს რეგიონში! მხოლოდ სს „საქართველოს კლინიკები“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგის სერვისი.
როდის არის რეკომენდებული არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი?
- მედიკამენტების მიმართ ცრუ ან ჭეშმარიტი რეზისტენტობის განსაზღვრა, განსაკუთრებით ხანდაზმულ და დიაბეტიან პაციენტებში
- ანტიჰიპერტენზიული მკურნალობისას ჰიპოტენზიის სიმპტომების არსებობისას
- „თეთრი ხალათის“ ჰიპერტენზიის გამოსარიცხად
- ეპიზოდური ჰიპერტენზიის შემთხვევაში
- მაღალი რისკის პაციენტებში (გადატანილი ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, რევასკულარიზაციის შემდეგი პერიოდი, აორტის ანევრიზმა)
- არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის დონის დასაზუსტებლად
არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირება რეკომენდებულია მაღალი რისკის მქონე ორსულ ქალებშიც (I–III ტრიმესტრი):
- ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობა
- ადრე შეწყვეტილი ორსულობის ანამნეზი
- სიმსუქნე
- ორსულობამდე დიაგნოსტირებული ჰიპერტენზია
- თირკმელების, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
- მომატებული ოფისის წნევის მაჩვენებელი
- პრეეკლამფსიის განვითარების მაღალი რისკი
- ჰიპოტენზიით მიმდინარე ორსულობა
ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
16 033









