სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულება ახალციხის ჰოსპიტალში
სასიამოვნო სიახლე სს „საქართველოს კლინიკების“ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში — კლინიკას ემატება სისხლძარღვთა ქირურგიის ახალი მიმართულება. 9 სექტემბრიდან, ყოველ სამშაბათს, პაციენტებს მიიღებს გამოცდილი სისხლძარღვთა ქირურგების გუნდი.
გუნდის წევრები:
- გიორგი ხელაძე — სისხლძარღვთა ქირურგი
- კოტე ნებაძე — ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი
- სხვა პროფესიონალი ექიმები, რომლებიც იზრუნებენ პაციენტების ჯანმრთელობაზე
- კლინიკაში შესაძლებელია როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებელი ოპერაციების ჩატარება.
- ოპერაციები ტარდება თანამედროვე მიდგომებით — როგორც ღია წესით, ასევე ანგიოგრაფის გამოყენებით.
ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
16 033









