მეან-გინეკოლოგის უფასო კონსულტაციები აბაშის კლინიკაში
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, სს „საქართველოს კლინიკების“ აბაშის კლინიკაში ისარგებლოთ მოწვეული ექიმი მეან-გინეკოლოგის უფასო კონსულტაციებით.
თარიღი: 8 ოქტომბერი
მეან-გინეკოლოგი: სალომე ჩიხლაძე — სს „საქართველოს კლინიკების“ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი.
სალომეს აქვს საერთაშორისო გამოცდილება გინეკოლოგიასა და ენდოსკოპიურ ქირურგიაში. განათლება და სტაჟირება გავლილი აქვს ბელორუსიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში, მათ შორის ისეთ ცნობილ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებში, როგორებიცაა Quirón Salud, Estaing University Hospital და CICE. მონაწილეობა მიუღია მსოფლიო და რეგიონულ კონგრესებში (Hysteroscopy, ESGO, ASCO). 2015 წლიდან არის მოწვეული სპეციალისტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
16 033









