სს „საქართველოს კლინიკების“ - ქსელის 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.
სს „საქართველოს კლინიკებმა“ - რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, წარმატებით გაირა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი და დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება აკრედიტირებულია. საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ქსელმა 2023 წლის ნოემბერში თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ კომპანია KTQ-სთან და შვიდ თვიანი აკრედიტაციის მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. იხილეთ მეტი
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
ბეხჩეტის დაავადება (ბეხჩეტის სინდრომი) იშვიათია და იწვევს სისხლძარღვების ანთებას მთელ ორგანიზმში. ანთება გამოხატულია მრავალი სიმპტომით, რომლებიც თავდაპირველად ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის. ბეხჩეტის დაავადების ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში, ახასიათებს გაქრობა და ისევ გამოვლენა და მოიცავს: პირის ღრუს დაზიანებებს, თვალის ანთებას, გამონაყარსა და წყლულებს, გენიტალიების დაზიანებებს. ბეხჩეტის დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ იგი აუტოიმუნური დაავადება იყოს. აუტოიმუნური დაავადებების დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით ებრძვის საკუთარ ჯანმრთელ ქსოვილებს. გენეტიკური და გარემო ფაქტორებიც მნიშვნელოვანია ბეხჩეტის დაავადების განვითარებისათვის. მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შესამცირებლად და ასევე მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა სიბრმავე.
მეტის ნახვა
გაეცანით ჩვენი კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული სამედიცინო მომსახურება.
ყველას ნახვა →ჩვენ თქვენი შვილებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარების მომსახურებას გთავაზობთ. პატარების კეთილდღეობა ჩვენი საზრუნავია.
დაგვიკავშირდით, თუ დახმარება გჭირდებათ.
იპოვეთ თქვენი ოჯახის ექიმი, დაუკავშირდით და მიიღეთ დახმარება სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან.
მოძებნეთ ექიმი →გაეცანით ჩვენს კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული ჯანდაცვის სერვისები
ყველას ნახვა →